ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მეორეკლასელთა ზღაპრული საახალწლო კარნავალი
26-12-2023

ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში წინასაახალწლო სამზადისია. პედაგოგები მოსწავლეებს განწყობის ამაღლებისა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარების მიზნით, საინტერესო ღონისძიებებს სთავაზობენ.

ამჯერად, II კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ქრისტინე ნიკოლეიშვილის ხელმძღვანელობით საახალწლო კარნავალი გამართეს. ბავშვები სადღესასწაულო სამოსში გამოეწყვნენ, ცეკვები, სიმღერები შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

კარნავალმა იქ მყოფ თითოეულს ადამიანს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.

ეს დღე მოსწავლეთათვის ერთ-ერთი გამორჩეული და დაუვიწყარი იყო სასკოლო ცხოვრებიდან.

მსგავსი ღონისძიებები, აქტივობები მოსწავლეებს ერთმანეთთან მეტად აახლოებს და მათ საჭირო უნარებს უვითარებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203