
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლამ სკოლამ ავტორიზაციის სტანდარტები წარმატებით დააკმაყოფილა.
სკოლას ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ ჩაისუბნის საჯარო სკოლამ სრული ავტორიზაცია მონიტორინგის გარეშე გაიარა.
სკოლაში ახარებთ, რომ გამოწვევას წარმატებით გაუმკლავდნენ.
შეგახსენებთ, რომ ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომლის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება, მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა დაწესებულებაში იდენტიფიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად.