
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, XI კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს და კლასში, პრეზენტაცია თემაზე - „80-90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკა - დასავლური და ქართული პარალელებით“ წარადგინეს.
ბავშვებმა სხვადასხა მუსიკალური ჯგუფის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, მისი შექმნის ისტორიაზე ისაუბრეს და ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს.
აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
პროექტის ორგანიზატორი პედაგოგი ნანა ზაალიშვილი გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: