
ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
წინასაახალწლოდ სკოლაში საზეიმო განწყობა სუფევს. მოსწავლეთა მოტივაციაზე პედაგოგები ზრუნავენ და ბავშვებს თემატურ აქტივობებს სთავაზობენ.
ახლახან, ვაქირის საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელმა - ლია ყორღანაშვილმა რესურსოთახში ღია გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილის თემა იყო - რატომ აღნიშნავენ ახალ წელს - „წერილი თოვლის ბაბუას“.
გაკვეთილი, რომლის მიზანი წერის, კითხვის, აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარება იყო, განსაკუთრებით საინტერესოდ წარიმართა, საინტერესო და სახალისო აქტივობებმა კი მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი გაზარდა.
მოსწავლეებმა, ასევე, მოხატეს ოთახის ფანჯრები და გააფორმეს საკლასო ოთახი საახალწლო აქსესუარებით.
იხილეთ ფოტოები: