საბუეს საჯარო სკოლის პედაგოგები რაიონულ კონფერენციაში​ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
26-12-2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში პროფესიონალი და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგები ასწავლიან. ისინი სხვადასხვა სახის კონფერენციასა და კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, სკოლის პედაგოგები - ლილი ირემაშვილი და ნათია ჩაბალოშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების რაიონულ კონფერენციაში​ მონაწილეობდნენ, სადაც მათ პროექტები თემაზე: „ცისა და მიწის მეფეები“ და „ანიმაციად ქცეული ზღაპრები“ წარმატებით წარადგინეს.

მონაწილეებს კონფერენციის დასასრულს მადლობის სიგელი გადაეცათ.

სასკოლო საზოგადოება მასწავლებლებს ამ წარმატებას ულოცავს და კარიერულ წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203