თელავის N5 სკოლის მოსწავლეებმა ციფრულ კონფერენციაზე საინტერესო ნამუშევრები წარადგინეს
26-12-2023

თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოწვევებს არასდროს უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვებიან. 

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია -  „ციფრული აბორიგენები... ჩვენ ბუკელები ვართ... ეპიზოდი მეექვსე...“ ჩატარდა. მასში თელავის N5 საჯარო სკოლის VIII კლასი მოსწავლე - თემურ ხოსროშვილი; ტექნოკლუბის წევრები - IX კლასის მოსწავლეები ნუცა ზურაბაშვილი, კესო ზურაბაშვილი და ნინი გრიშიკაშვილი მონაწილეობდნენ. მათ ნამუშევრები ვიზუალური ბლოკური პროგრამირებისა და კომპიუტერული გრაფიკის მიმართულებით, წარმატებით წარადგინეს. მოსწავლეთა მენტორი ამავე სკოლის მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი, ტექნოკლუბის ხელმძღვანელი - მარიამ ზაქარიაშვილი იყო.

აღნიშნული კონფერენცია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის; კახეთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების, აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ტექნოლოგიების მიმართულების  პროფესორის, კონფერენციის დამფუძნებლის და ორგანიზატორის - მარიამ ზაქარიაშვილის ხელმძღვანელობით  ჩატარდა.

კონფერენციის მიზანი იყო დაწყებით (V-VI კლასები) და საბაზო (VII-X კლასები) საფეხურზე მოსწავლეთა ციფრული ტექნოლოგიების უნარ-ჩვევების ამაღლება; უნივერსიტეტსა და საჯარო სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება, რაც დღეისათვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს განათლების სისტემისათვის.

ღონისძიება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, სამეცნიერო დარგში, პროფესორმა - ნუნუ გელდიაშვილმა გახსნა, რომელმაც უნივერსიტეტისა და სკოლების ურთიერთობების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კონფერენციაში კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეები და მათი მენტორი მასწავლებლები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა კონფერენციაზე კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში სხვადასხვა თემატური  მიმართულებით, სექციებში  ორიგინალური, შემოქმედებითი კვლევითი ნამუშევრები წარმოადგინეს. მათი თემები შემდეგი იყო:

  • კომპიუტერული გრაფიკა, Web დიზაინი;
  • ვიზუალური ბლოკური პროგრამირება, STEM;
  • თავისუფალი აპლიკაცია, თავისუფალი შემოქმედება.
აღნიშნული ღონისძიების დასასრულს, კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებსა და მათ მენტორ მასწავლებლებს, სამახსოვრო დიპლომები, მადლობის ფურცლები საზეიმოდ გადაეცათ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203