„ვულოცავთ, ანის ამ გამარჯვებას“ - ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლის - ანი ფუტკარაძის წარმატება საგანმანათლებლო კონფერენციაზე
26-12-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა ძალისხმევითა და მხარდაჭერით, სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ. 

21 დეკემბერს, კერძო სკოლამ - „სხივი“, დავით ჯიქიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია, რომელიც აფხაზეთის ოკუპირების ოცდაათწლიან ისტორიას ეძღვნებოდა.

კონფერენციაში მონაწილეობდა ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ანი ფუტკარაძე, მისი თემის ხელმძღვანელი ისტორიის მასწავლებელი თამილა გვალია გახლავთ. 

მოსწავლე კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარდგა და ჟიურის განსაკუთრებული ყურადღებაც დაიმსახურა.

საკონფერენციო ნაშრომი განიხილა კომპეტენტურმა ჟიურიმ. მეათეკლასელმა ანი ფუტკარაძემ გამარჯვებულებს შორის დაიკავა მესამე ადგილი და გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი და ფულადი  ჯილდო.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, ანის ამ გამარჯვებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203