
თბილისის N118 საჯარო სკოლაში ახალ წელს დიდი ჟრიამულითა და ჯადოსნური განწყობით ხვდებიან.
„ბოლო რამდენიმე წელია, საჩუქრების გაცვლის პოპულარულ გზად ახალი წლის დღეებში „საიდუმლო სანტას“ თამაში იქცა. ამ თამაშს დიდი სიხარულით ვთამაშობთ ოჯახში, მეგობრების წრესა თუ სამსახურში“, - გვეუბნება სკოლის პედაგოგი ნინო ლომიძე, რომელს სადამრიგებლო - მე- 5 2 კლასიც დიდი სიხარულით ჩაერთო „საიდუმლო სანტას“ თამაშში.
ერთ-ერთი პირობა იყო ერთმანეთისთვის „წიგნების ჩუქება“.
მოსწავლეებმა ერთმანეთს მხატვრული ლიტერატურა უსახსოვრეს და ნამდვილი საზეიმო განწყობა და ემოციები გაცვალეს.
„წიგნი - ეს ის საჩუქარია, რომელსაც სეზონი არ აქვს. ამაზე უკეთესი საჩუქარი შეუძლებელია მოვიფიქროთ ადამიანებმა“, -აღნიშნავს პედაგოგი და მოსწავლეთა მშობლებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„მადლობა მინდა მოვუხადო ჩემს მშობლებს გვერდში დგომისთვის, არაჩვეულებრივი საჩუქრებისთვის“,- აღნიშნავს ნინო ლომიძე.
იხილეთ ფოტოები: