
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მეთორმეტეკლასელი გოგა ქართველიშვილი, რომლის პედაგოგი ნანა ჭანტურია, ხოლო კლასის დამრიგებელი ლელა სილაკაძე გახლავთ.
მან, „ერუდიტის“ სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში გამოცხადებულ ესეების კონკურსში წარმატებით გადალახა მეორე ტური და საუკეთესო ათეულში მეოთხე ადგილი დაიკავა.
პირველი ტურის ესეს თემატიკა იყო „ომში გამარჯვებული სახელმწიფო არ არის, მასში ყველა დამარცხებულია“, ხოლო მეორე ტურის ესე „ევროინტეგრაციაში არა მარტო სახელმწიფო, არამედ თითოეული ადამიანი უნდა მონაწილეობდეს“ გახლდათ.
მოსწავლემ შესაძლებლობები წარმოაჩინა და სკოლა ასახელა.
მოსწავლის წარმატებით სკოლაში ამაყობენ და მას კვლავ წინსვლას უსურვებენ.