დიდი წინასაახალწლო ჟრიამული მერენიის საჯარო სკოლაში
25-12-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში, მოსწავლეების განწყობის ამაღლებასა და მათთვის ხალისიანი სასწავლო გარემოს შექმნას დიდი ყურადღება ეთმობა. 

წინასაახალწლოდ სკოლაში დიდი  ჟრიამულია, 22 დეკემბერს, პირველი კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლების: ლუსინე პაპოიანის და თამარა მელიქიძის დახმარებით, სასკოლო საზოგადოებას საახალწლო ღონისძიება წარუდგინეს. 

მოსწავლეებმა საინტერესო ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, სიმღერები და ლექსები, სახელმწიფო და მშობლიურ ენებზე წარადგინეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

მოსწავლეებმა, ერთმანეთს დამდეგი ახალი წელი, საუკეთესო სურვილებით მიულოცეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203