
ახალციხის N7 საჯარო სკოლაში კითხვის კლუბი აქტიურად მუშაობს. მისი წევრები სკოლაში, სხვადასხვა პროექტსა და აქტივობას მონდომებით ახორციელებენ.
მათ სემესტრი წარმატებით დაასრულეს და სკოლაში ანგარიში წარადგინეს.
მათ წლის განმავლობაში შესრულებულ ნამუშევრებზე ისაუბრეს. აღნიშნულ დღეს გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებიც სკოლის ადმინისტრაციამ სერტიფიკატებითა და საჩუქრებით დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ კითხვის კლუბი მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: