
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, შემოქმედებით და მათ სურვილებს მორგებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, მეათე კლასის მოსწავლეებმა მშობლიური ენის მასწავლებელთან - მანუშაკ ადამიანთან ერთად, მუსიკალური პროექტი განახორციელეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის თემა - „საიათნოვა“, გახლდათ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა საქართველოში მოღვაწე ეთნიკურად სომეხი პოეტისა და მომღერალის ცხოვრება გაიხსენეს, მისი სიმღერები და ლექსები, როგორც მშობლიურ, ასევე სახელმწიფო ენაზე გააცოცხლეს.
პროექტი ძალიან საინტერესო აღმოცნდა მოსწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: