გორელოვკის N3 და ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის ინგლისურ ენაში კონკურსი გაიმართა
25-12-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 და ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლებში სასწავლო წელი ნაყოფიერად მიმდინარეობს.

ამჯერად, ინგლისური ენის მასწავლებელის - თამრიკო ჩარკვის ინიციატივით, გორელოვკის N3 და ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის წერის კონკურსი გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატრეს.

აღსანიშნავია, რომ კონკურსს ჰყავდა ჟიური - მოსწავლეთა წარმომადგენლები. გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები, მათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

„მადლობა ორგანიზატორ მასწავლებელს! მადლობა მონაწილე მოსწავლეებს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203