ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში ფიზიკით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის კლუბი შეიქმნა
25-12-2023

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში ნაყოფიერად მუშაობს საბუნებისმეტყველო კათედრა, STEAM საგნებით მოსწავლეთა დაინტერესებას კი დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამის დასტურია ფიზიკის კლუბი, რომელიც სკოლაში შეიქმნა და ფიზიკის მასწავლებელი ელისო ბერძული ხელმძღვანელობს.

კლუბი ფიზიკით დაინტერესებული მოსწავლეებს აერთიანებს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ზუგდიდში, N5 საჯარო სკოლაში ჩატარებული ვორქშოფიდან სკოლას გადაეცა მნიშვნელოვანი STEAM მოწყობილობები და რესურსები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ტერმინი STEAM აღნიშნავს საგანმანათლებლო კონცეფციას, რომელიც ფოკუსირებულია ბავშვების მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის სწავლებაზე, პრაქტიკული და კოოპერატიული მიდგომის გამოყენებით, ბავშვების ამ საგნებში ჩართვის მიზნით, შემოქმედების და ცნობისმოყვარეობის წახალისებისთვის. STEAM სწავლება აადვილებს სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტურ მართვას, ხელს უწყობს მოსწავლეებს იმ უნარების განვითარებას, რომლითაც ისინი შეძლებენ გახდნენ თანამედროვე საზოგადოების სრულფასოვანი წევრები- შეძლონ აწმყოს შეცვლა საუკეთესო მომავლის იმედით. 

სწორედ, ზემოთ აღნიშნული გახდა მიზეზი იმისა, რომ სკოლაში დაარსდა კლუბი.

აღსანიშნავია, რომ კლუბში გაერთიანებულნი არიან VII, VIII, IX და X კლასის ფიზიკით დაინტერესებული მოსწავლეები.

ცნობისთვის, მსოფლიო ბანკის (IBRD) მიერ დაფინანსებული და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტის - „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (IBRD)“, ზოგადი განათლების კომპეტენციის ფარგლებში, დაგეგმილ აქტივობებს ახორციელებს საერთაშორისო კონსორციუმი IBFInternational Consulting S.A. ხელმძღვანელობით.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203