
მერაბ ჭელიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლის VI კლასში საინტერესო სოციალური პროექტი - „დავიცვათ გარემო დაბინძურებისგან“, განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ პროექტს ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი იამზე ირემაძე ხელმძღვანელობდა.
როგორც პედაგოგი აღნიშნავს, მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ უკონტროლოდ დაყრილი საყოფაცხოვრებო ნაგავი სერიოზულ პრობლემას უქმნის გარემოს, ადამიანებს, მთელ ფლორასა და ფაუნას, აუცილებელია ამ მიმართულებით მოსახლეობის ინფორმირება.
მოსწავლეებმა, საინტერესო პლაკატები დაამზადეს და ამ კუთხით, ცნობიერება აიმაღლეს, თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა.
„მიმაჩნია, რომ სწორედ ადრეულ ასაკში უნდა მოხდეს იმ სასიცოცხლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, რათა მომავალში მათი გამოყენება მოთხოვნილებად იქცეს“, - აღნიშნა პედაგოგმა.
იხილეთ ფოტოები: