წერეთელის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები და კურსდამთავრებული სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
25-12-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლაში არაერთი წარჩინებული მოსწავლე სწავლობს. 

სკოლის ერთ-ერთი ასეთი წარჩინებული კურსდამთავრებულია ვლადიმერ მაზმანიანი, რომელიც სკოლის წარმატებით დასრულებისთვის ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კი მოსწავლეები: ანანო გაფრინდაშვილი, ნინი ხარაიშვილი, სტელა ხაჩატურიანი, ნატალი შახპაზოვა, არკადი ტირაცვიანი და მნაცაგან ნურბეკიანი დასაჩუქრდნენ. მათ პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააჯილდოვა.

„მადლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას, ქალაქ მარნეულის რესურსცენტრსსა და ყველა იმ მასწავლებელს, რომელმაც უდიდესი შრომა ჩადო მოსწავლეთა ამ წარმატებაში“, - ამბობენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა. ​ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203