ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელები, სასწავლო პროექტის ფარგლებში, ბაგრატის ტაძარს ესტუმრნენ
25-12-2023

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია ბაგრატის ტაძარში მოეწყო. 

მოსწავლეები, ტაძარს კლასის ხელმძღვანელთან, ირინე ყურაშვილთან და ხელოვნების მასწავლებელ ია კლდიაშვილთან ერთად, სახვითი ხელოვნების პროექტის ფარგლებში, ეწვივნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გასვლითი გაკვეთილის მიზანი იყო პრეზენტაციისთვის საჭირო მასალების შეგროვება-დახარისხება.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ძეგლი, განსაზღვრეს ტაძრისა და გუმბათის ტიპი, ყოველივე იქ ნანახი აღბეჭდეს ფოტოზე და შთამბეჭდავი ვიდეორგოლი მოამზადეს. 

აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა, განსაკუთრებული ყურადღებით გადაიღეს ტაძრის ორნამენტები, შიგა და გარე სივრცეში მათ წაშლილი ფრესკების კვალიც აღმოაჩინეს. 

მოსწავლეებს, ტაძრის ისტორიის შესახებ, საინტერესოდ ესაუბრა ერთ-ერთი თანამშრომელი, მან მოსწავლეებს შეახსენა, რომ ბაგრატის ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1002 წელს და ეს იყო პირველი კათედრალური ტაძარი საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოსწავლეები შექმნიან ფერწერულ ნამუშევრებს, მაკეტებს, დაწერენ ესეებს და გააკეთებენ ორენოვან ფლაერებს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203