ეროვნული უმცირესობებისთვის დარგობრივი სახელმძღვანელოები შეიქმნა
22-05-2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის, ქართული ენის დარგობრივი მიმართულებების სახელმძღვანელოები გამოსცა. სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში მომზადებული სახელმძღვანელოები, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს დაეუფლონ კონკრეტული პროფესიული მიმართულების ლექსიკას. ამასთან, ხელს შეუწყობს მათი პიროვნულ მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას და დაეხმარებათ, სრულფასოვნად ინტეგრირდნენ სამოქალაქო საზოგადოებაში.
ახალი სახელმძღვანელოები სკოლის ვებგვერდზე www.zspa.ge განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, ვისაც სურვილი აქვს შეისწავლოს ქართული ენა ან, კონკრეტული დარგის ფარგლებში ცოდნა გაიღრმავოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს