„მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს 10 უდიდესი ქვეყანა და ინტერნეტიზაცია“ - ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება
25-12-2023

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მათ ინტერესებს მორგებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელი: თამთა გაჩეჩილაძეა, მათემატიკის მასწავლებელი კი - მაია ფოფხაძე, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს. 

აღსანიშნავია, რომ სამუშაო თემა იყო - „მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს 10 უდიდესი ქვეყანა და ინტერნეტიზაცია“. 

სკოლაში აღნიშნავენ, რომ კომპლექსური დავალება არის შემოქმედებითი პროდუქტი, რომელსაც თავად მოსწავლე ქმნის, დავალების ეს ტიპი მოიცავს რამდენიმე დავალებას ერთად: მოძიებას, დალაგებას, მსჯელობას, პრეზენტაციას...

მოსწავლეებისთვის საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა აღნიშნულ დავალებაზე მუშაობა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლებმა, მრავალნიშნა რიცხვების შესახებ მიღებული ცოდნა გამოიყენეს დავალების შესასრულებლად, შეიძინეს ახალი გამოცდილება: PowerPoint-ში მუშაობა, დიაგრამის შედგენა, საკუთარი ნამუშევრის პრეზენტირება კლასის და მასწავლებლის წინაშე.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203