
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარება-წარმოჩენაზე აქტიურად ზრუნავენ.
ახლახან, სკოლაში მოეწყო საინტერესო აქტივობა - „ჩვენ გვიყვარს ხატვა“. მოსწავლეებმა დახატეს და გამოფინეს თავიანთი ნამუშევრები.
აქტივობებს ხელმძღვანელობდა აიდა არაქელიანი, რომელიც მოსწავლეთა შემოქმედებითობას აქტიურად ახალისებს.
მოსწავლეები აქტივობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: