ქუთაისის N40 სკოლის დირექტორმა მოსწავლეთა მშობლებთან, სასკოლო ცხოვრებაში მათი ჩართულობის გაზრდის მიზნით, არაერთი საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა
25-12-2023

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში, დიდი ყურადღება ეთმობა სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობასა და მათთან აქტიურ კომუნიკაციას. 

აღსანიშნავია, რომ, სკოლას 23 ოქტომბრიდან ხელმძღვანელობს ნინო ვარდოსანიძე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლაში მოსვლისთანავე ახალი დირექტორი დაინტერესდა სასკოლო ცხოვრებაში, მოსწავლეთა მშობლების ჩართულობით. 

აღსანიშნავია, რომ ხელმძღვანელმა გადაწყვიტა, დიალოგი გაემართა მოსწავლეთა მშობლებთან, რათა დაესახა სკოლასა და მშობლებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებები, მოსწავლეების კეთილდღეობისა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევად.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორი 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით, ატარებდა სკოლის მოსწავლეთა მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრებს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დირექტორმა დიდი ყურადღებით მოუსმინა დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა მშობლებს და დაგეგმა მნიშვნელოვანი ცვლილებები სასკოლო ცხოვრებაში.

აღსანიშნავია, რომ მშობლებს მოეწონათ სკოლის დირექტორის გადაწყვეტილება, სასკოლო ცხოვრებაში არსებული პრობლემების დროული იდენტიფიცირების, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სკოლის შენობის რეაბილიტაციის, STEM-ის საგნების სწავლების გაძლიერების, სასკოლო პროექტების, დიაგნოსტიკური წერების ჩატარების, მოსწავლეთა არაფორმალურ აქტივობებში ჩართვის და სხვა მრავალი საინტერესო ცვლილების განხორციელების შესახებ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203