
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა განწყობასა და მათი მოტივაციის ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, პედაგოგები ცდილობენ, რომ ბავშვებს სასიამოვნო და ხალისიანი სასწავლო გარემო შეუქმნან.
ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეებმა, საზეიმოდ მორთეს საკლასო ოთახი, დადგეს საახალწლო ნაძვის ხე, თავადაც თემატურად გამოეწყვნენ და ერთმანეთს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.
„გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს, ბარაქას, სითბოს და სიყვარულს!“, - აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეოები: