„საახალწლო ზღაპარი“ განძის N2 საჯარო სკოლაში
25-12-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეთა მოტივირებასა და განწყობაზე ზრუნავენ. 

ამჯერად, ქართული როგორც მეორე ენის მასწავლებლის - ლილით გალოიანის ინიციატივით, მე-5 კლასში საახალწლო ღონისძიება - „საახალწლო ზღაპარი“ ჩატარდა. მის მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო. 

ღონისძიება ქართული ენის მასწავლებელმა - ლილით გალოიანმა და დამრიგებელმა - კიშმიშ ღარიბიანმა მისალმებით გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

„ყველა ცდილობს, ახალი წლის დღეები მყუდრო და ჯადოსნურ გარემოში გაატაროს. ამ სიტუაციას განსაკუთრებით უხდება საახალწლო ზღაპრები და პატარა მოთხრობები.
ძალიან დასამახსოვრებელი, სასიხარულო და სასიამოვნო დღე იყო მეხუთეკლასელებისათვის. ისინი დიდი იმედებით ელიან ახალი წლის მობრძანებას. განსაკუთრებით, ბავშვებისათვის არის სასიხარულო დღესასწაული, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი განწყობის ამაღლება.
საახალწლო ზეიმის ჩატარების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მე-5 კლასის მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლება სჭირდებათ“,- აღნიშნა მასწავლებელმა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203