„მზის სისტემა“ -  ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
25-12-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი ატივობებითაა დატვირთული. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ, რომლებშიც ისინი დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მე-5 კლასში ბუნების გაკვეთილზე, საინტერესო პროექტი ჩატარდა, რომლის თემა - „მზის სისტემა“ იყო. პროექტს მასწავლებელი ისკუი ეღუნიანი ხელმძღვანელობდა.

გაკვეთილზე მოსწავლეებმა წყვილებში თემატური ნამუშევრები წარადგინეს და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.

„მათ სლაიდების მეშვეობით სამყარო, ვარსკვლავები, თანავარსკვლავედები, მზე, პლანეტები, ნახევარმთვარეები, ვარსკვლავები და მთვარე წარმოადგინეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

მათ ასევე ისაუბრეს პლანეტების შესახებ და შექმნეს კედლის გაზეთი.

გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი იურა იაილოიანი, მეთოდის ასოციაციის წევრები ა.დანელიანი, ნ.მელტონიანი და ა.გრიგორიანი.

გაკვეთილი ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო.

„შემდგომ მეთოდის ასოციაციის წევრებმა განიხილეს გაკვეთილი და შეაფასეს დადებითად“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203