
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და კრეატიული აზროვნების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამის დასტურია, მე-4 კლასში ჩატარებული მხატვრულ-შემოქმედებითი აქტივობა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა ჯგუფურად შექმნეს დიდი პლაკატი, რომელსაც თითოეული მოსწავლის ნახატი ამშვენებდა.
მოსწავლეებმა, თავიანთი წარმოდგენით, გადმოსცეს უძველესი პერიოდის ადამიანების საქმიანობა და ნადირობის სცენები.
ბავშვებმა პედაგოგის დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
„უმაგრესი ბიჭების მიერ შესრულებული ჯგუფური ნამუშევარი ხელოვნებაში. ყოჩაღ ჩემო ჭკვიანებო!“, - ასე შეაფასა პედაგოგმა მოსწავლეები და მათი ნამუშევარი.
იხილეთ ფოტო და ვიდეო: