„ვაზო, შვილივით ნაზარდო“- საბუეს საჯარო სკოლაში საინტერესო კონფერენცია გაიმართა
25-12-2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო აქტივობა ჩატარდა.
ამჯერად, IX - XI კლასების მოსწავლეების მონაწილეობით, კონფერენცია - „ვაზო, შვილივით ნაზარდო“ გაიმართა. მასში მოსწავლეები განსაკუთრებული ინტერესით ჩაერთნენ. მათ ვაზის დარგვის, მისი ზრდა-განვითარების, მოსავლის აღებისა და ღვინის დაყენების პროცესზე დაწვრილებით ისაუბრეს და ინფორმაცია „სლაიდების“ საშუალებით, თვალსაჩინოდ წარადგინეს.
კონფერენცია ღვინის დეგუსტაციითა და ქართული ხალხური სიმღერებით დასრულდა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ღონისძიების ორგანიზატორები პედაგოგები მაგული ველიაშვილი და ნათია კონჭოშვილი იყვნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს