„ჩვენ გვიყვარს მათემატიკა“- საინტერესო ღონისძიება საბუეს საჯარო სკოლაში
25-12-2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო, მამოტივირებელ და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში ანა კოკოშაშვილისა და მარიამ ჭინჭარაშვილის ორგანიზებით, მათემატიკური ღონისძიება - „ჩვენ გვიყვარს მათემატიკა“ გაიმართა. მასში V-VI კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.