კიწიისა და ნოღის საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდმა „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა
25-12-2023
 
მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. ღონისძიებას „ეტალონის“ პროექტების ავტორი და სულისჩამდგმელი - გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. 

გუნდის წევრები იყვნენ მოსწავლეები: მარიამ პარტია - ნოღის საჯარო სკოლა, ნია შულაია - კიწიის საჯარო სკოლა, ლიზი ხუხუა - კიწიის საჯარო სკოლა და ნოღის საჯარო სკოლის მასწავლებელი - გიორგი გოგია.

ერთ-ერთმა წევრმა ნია შულაიამ გუნდური ჩემპიონატის შესახებ ინფორმაცია „ფეისბუქზე“ განათავსა. 

„სულ რამდენიმე ნაბიჯი დაგვაკლდა გამარჯვებამდე! ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს სკოლას, რომელმაც ერთი ნაბიჯით წამწია წარმატებისაკენ!
დიდი იმედი მაქვს, ბევრ ასეთ საგანმანათლებლო პროგრამას შევუერთდები!
ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩემი გუნდის თითოეულ წევრს“,- წერს გუნდის წევრი ნია შულაია. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203