
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლაში ჯადოსნური საახალწლო განწყობა სუფევს. წინასაახალწლოდ დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ.
21 დეკემბერს, გაიმართა თემაზე - „ქართული საახალწლო ტრადიციები“ შექმნილი პოსტერების გამოფენა-კონკურსი.
სკოლის დირექტორის მხარდაჭერით, ქართული ენის მასწავლებლების - მაია გელაშვილის, მარგო მამულიანის და თამაზი შველიძის ინიციატივით, მე-4 - მე-11 კლასელებმა მოამზადეს საახალწლო პოსტერები, დახატეს, მოიძიეს და წარმოადგინეს ქართული საახალწლო ტრადიციების და სამზარეულოს შესახებ ინფორმაცია.
სკოლის მასწავლებლებმა შეაფასეს და გამოავლინეს კონკურსში გამარჯვებული კლასი, რომელსაც გადაეცა სიმბოლური საჩუქარი. კონკურსში მონაწილე ყველა კლასი კი სიგელით დაჯილდოვდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიებამ ხელი შეუწყო ქართული ენის პოპულარიზაციას, ცოდნის დონის ამაღლებასა და მოსწავლეთა მოტივაციას.
იხილეთ ფოტოები: