უცხოური ენების გამოცდაზე ზღვარი წარმატებით გადალახა მეთორმეტეკლასელების 89%-ზე მეტმა
21-05-2018
დღეს მე-12 კლასის მოსწავლეებმა უცხოური ენების გამოცდა ჩააბარეს. ზღვარი წარმატებით გადალახა 89%-ზე მეტმა აპლიკანტმა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ხვალ, 22 მაისს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ისტორიის გამოცდას ჩააბარებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდების მიმდინარეობას წელსაც პირდაპირ რეჟიმში აკვირდება.
სპეციალური ჯგუფის წევრები დღის განმავლობაში უყურებენ სხვადასხვა სკოლაში, საგამოცდო სექტორში ტესტირების მიმდინარეობას. ვიდეომონიტორინგი კონტროლის დამატებითი მექანიზმია და მისი მიზანია მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი გამოცდის წესებთან შესაბამისობით მიმდინარეობა.
ამასთან, ვიდეომონიტორინგი თუნდაც უმნიშვნელო დარღვევების პრევენციისა და საჭიროების შემთხვევაში ოპერატიული რეაგირების საშუალებას იძლევა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს