ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლაში მათემატიკაში ვიქტორინა გაიმართა
25-12-2023

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლაში, როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. 

ახლახან, სკოლაში გაიმართა ვიქტორინა მათემატიკაში. ცოდნასა და ერუდიციაში ერთმანეთს მეათე კლასის გუნდი - „აქსიომა“ (გუნდის კაპიტანი ანა თედიაშვილი, მათემატიკის მასწავლებელი მზია ბიბილაშვილი) და მეთერთმეტე კლასის გუნდი „პირამიდა“ (გუნდის კაპიტანი ნინი გეგელაშვილი, მათემატიკის მასწავლებელი ნანული ჭეჭვაძე) შეეჯიბრნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მონაწილეებმა შეასრულეს სხვადასხვა სახის დავალება და საგნის კარგი ცოდნა გამოავლინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203