„ნარჩენების გადამუშავება“ - განძის N2 სკოლაში, გარემოსდაცვითი პროექტის ფარგლებში, საინტერესო გამოფენა მოეწყო
25-12-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით საინტერესო პროექტები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, სამოქალაქო განათლების შესწავლის ფარგლებში, მასწავლებლების: ქ. ბადიშიანისა და ნ.გარინიანის ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა ჩართულობით თემაზე: „ნარჩენების გადამუშავება“ საინტერესო გამოფენა მოეწყო.

მე-4, მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, რომლებიც სკოლაში წარადგინეს.

ღონისძიებაზე სიტყვით სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის კათედრის თავმჯდომარე გ.ღაზარიანი წარდგა, რომელმაც ნარჩენების მართვის აქტუალობა და მნიშვნელობა აღნიშნა. 

„მასწავლებლებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი გამოფენაზე წარდგენილ ნამუშევრებზე, მიესალმნენ და წაახალისეს ბავშვების ინიციატივა“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს , რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203