მხატვრული კითხვის საათი გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში 
25-12-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო, მოსწავლეთა მამოტივირებელი აქტივობები იმართება. 

ამჯერად, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, მხატვრული კითხვის საათი მოეწყო. მის მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, მათ სხვადასხვა მწერილისა და მათი ნაწარმოებების შესახებ ისაუბრეს. 

ღონისძიების პარალელურად, მოსწავლეებმა „სლაიდშოუც“ წარადგინეს.

„მადლობა აქტიურობისათვის! მადლობა მასწავლებლებს გაწეული დახმარებისათვის“,- ამბობენ სკოლაში და მოსწავლეთა კრეატიულობა ახარებთ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203