ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ მასშტაბურ კამპანიას შეუერთდნენ
25-12-2023

ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში ღირსეულ მოქალაქეებს ზრდიან და მოსწავლეებს როგორც საკუთარი ისე სხვების უფლებების დაცვა-პატივისცემასა და თანასწორუფლებიანობას ასწავლიან. 

შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16- დღიან კამპანიაში ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგ მეგი მამაცაშვილთან ერთად აქტიურად ჩაერთნენ.

საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა მოეწყო. ამ მსვლელობას საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სკოლის პედაგოგები და მოსწავლეებიც შეუერთდნენ.

ამასთან ერთად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ, ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პერფორმანსი გამართეს თემაზე - „ძლიერი ქალი“. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203