
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბი „მომავალი ჩვენია“ აქტიურად მუშაობს. მისი წევრები სკოლაში, საინტერესო თემებზე პროექტებსა და აქტივობებს დიდი მონდომებით ატარებენ.
ამჯერად, კლუბის წევრებმა პროექტი - „დავიცვათ ქალები ძალადობისაგან“ განახორციელეს. მათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და დისკუსია გამართეს.
მოსწავლეებმა ასევე საკითხთან დაკავშირებით, პრეზენტაცია ჩაატარეს, სადაც სხვადასხვა მაგალითი მოიყვანეს და საინტერესოდ იმსჯელეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს და მათ საჭირო ცოდნას სძენს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: