„ნულის სასამართლო“- საინტერესო ღონისძიება ოროჯალარის საჯარო სკოლაში
25-12-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, პედაგოგები კი მოსწავლეთა განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
ამჯერად, მე-5, მე-6 და მე-7 კლასებში, მათემატიკის მასწავლებელის - ერანუჰი სანოსიანის ორგანიზებით, ღონისძიება - „ნულის სასამართლო“ გაიმართა. მოსწავლეები მის მინდინარეობაში განსაკუთრებული მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
ჩატარდა იმიტირებული სასამართლო სხდომა, მოსწავლეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს და იმღერეს. გარდა ამისა, სკოლის ცეკვის ანსამბლმა საცეკვაო ნომრები შეასრულა.
ღონისძიებას სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ესწებოდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს