
სპორტი, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის საწინდარია აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში კარგად ესმით, ამიტომ დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს ამ მიმართულებით არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ, შესაბამისად მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და წარმატებასაც აღწევენ.
ამჯერად, მოსწავლეები 2023 წლის სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას შეუერთდნენ და სამაგალითოდაც იასპარეზეს.
კალათბურთელ ვაჟთა გუნდმა - ნიკოლოზ გერაძის, ნიკოლოზ ტყაბლაძის, კახაბერ ოდიშარიას და მიხეილ რუხაძის შემადგენლობით, 2023 წლის სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე კალათბურთში 3X3 -ზე დაიკავა I ადგილი.
სკოლაში მოსწავლეებს გამარჯვებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„გილოცავთ, სკოლა ამაყობს თქვენით, ბევრი წარმატება თქვენ, მომდევნო ასპარეზობებზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: