ახალშენის N2 სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში წარმატებული მონაწილეობისთვის დიპლომებით დაჯილდოვდნენ
25-12-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობით გამოირჩევიან და დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, დიდი მონდომებით არიან ჩართულნი, როგორც სკოლის შიდა ისე გარე კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში. 

ამჯერად, მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ ინტელექტუალურ თამაშს - „ტვინების ბრძოლა“.

მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი პირველ ორ ეტაპს და გადავიდნენ ფინალურ ტურში. ფინალში მე-4 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა იასპარეზეს და დიპლომები და ქების სიგელები დაიმსახურეს. 

 აღსანიშნავია, რომ ახალშენის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203