დვაბზუს საჯარო სკოლის კლუბმა „საფიხვნომ“ ევროკავშირის​ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, კონფერენცია ჩაატარა
22-12-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის კლუბი „საფიხვნო“ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას საინტერესო ღონისძიებით გამოეხმაურა. 

კლუბმა „საფიხვნომ“ ევროკავშირის​ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, კონფერენცია ჩაატარა თემაზე - „ევროპეიზმი ქართველ მწერალთა შემოქმედებაში“. 

კონფერენციის მონაწილეებმა საინტერესო საკითხები გააშუქეს, შესრულდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები.
კონფერენციას ესწრებოდნენ დირექცია და კოლეგები.

დამსწრე საზოგადოებამ მაღალი შეფასება მისცა ღონისძიებას. კონფერენციის ორგანიზატორი გახლდათ კლუბ „საფიხვნოს“ კურატორი, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი
ნათელა ღლონტი.

დირექციის წევრებმა აღნიშნეს, რომ კლუბი „საფიხვნო“, ნათელა ღლონტის ხელმძღვანელობით 2016წ. ასევე მონაწილეობდა პროექტში - „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ბევრი საინტერესო აქტივობა, ნათელა ღლონტი კი, როგორც საუკეთესო პროექტის ავტორი მიიწვიეს პროექტის ორგანიზატორებმა თბილისში, მასწავლებელთა სახლში
კონფერენციაზე.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203