„ახალი წლის ტრადიციები და რიტუალები საქართველოსა და ინგლისში“ - გეჯეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ინტეგრირებული გაკვეთილი
22-12-2023

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

ახლახან, სკოლაში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ინგლისურ ენაში, რომლის თემა იყო - „ახალი წლის ტრადიციები და რიტუალები საქართველოსა და ინგლისში“. 

ქართული ენის მასწავლებელმა - ნატალია სახოკიამ და  ინგლისური ენის მასწავლებელმა - ჟანა მირცხულავამ მოსწავლეებს სასიამოვნო და მხიარული გარემო შეუქმნეს და მრავალფეროვანი აქტივობებით გაახალისეს ისინი.

მოსწავლეებმა ისაუბრეს საახალწლო ტრადიციებზე და რიტუალებზე როგორც საქართველოში, ასევე ინგლისში, ნახეს საბავშვო ფილმი - „შობა“, ასევე PowerPoint -ში აწყობილი პრეზენტაცია თემაზე - „ნაძვის ხე და ჩიჩილაკი“.

ბავშვებმა ასევე საკუთარი სურვილებით ნაძვის ხე მორთეს.

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისათვის სიგელები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203