„ლიტერატურას შეფარებული ერი“ - ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლიტერატურული სალონის ატმოსფერო გააცოცხლეს
22-12-2023

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლიტერატურული სალონის ატმოსფერო გააცოცხლეს.

ღონისძიება - „ლიტერატურას შეფარებული ერი“ შთამბეჭდავად წარიმართა. 

ღონისძიების მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი, ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ, ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ელიზა კვინიკაძე.

ინტერიერი ნამდვილად დაგაბრუნებდათ XIX საუკუნეში, სალონში, სადაც მაშინდელი საზოგადოება „თავს აფარებდა“.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ქართველ რომანტიკოსთა პოეზიის ნიმუშები, წაიკითხეს ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები, მისი პირადი წერილები, ასევე დამსწრე საზოგადოებას გააცნეს მათი ბიოგრაფიები.

მოსწავლეებმა გამოავლინეს მაღალი შემოქმედებითი უნარები, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203