ტყიბულის N6  სკოლის VIII კლასის მოსწავლე ბადრი ბოჭორიშვილი კუნგ-ფუში, იმერეთის პირველობის გამარჯვებულია
22-12-2023

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულითა და სიამაყით უზიარებს. 

ამჯერად სკოლაში VIII კლასის მოსწავლის - ბადრი ბოჭორიშვილის წარმატებას აღნიშნავენ.

ბადრი ბოჭორიშვილმა (მწვრთნელი ოლეგ - ფანჩულიძე, დამრიგებელი - ცირა კუბლაშვილი) წარმატებით იასპარეზა ტყიბულში გამართულ გელა გიორგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ იმერეთის პირველობაზე კუნგ-ფუში.

მან შეჯიბრებაზე პირველი ადგილი მოიპოვა და შესაბამისი ხარისხის მედლითა და დიპლომით დაჯილდოვდა.

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203