
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ, რაც მოწაფეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
მათ შორის, აღსანიშნავია, ჟდანოვის საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩატარებული საინტერესო მათემატიკის გაკვეთილი, რომელსაც მასწავლებელი გრეტა ჰაროსიანი ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილის თემა იყო შეკრება, გამოკლება, შედარება.
პედაგოგმა მოსწავლეები სახალისო აქტივიბებში ჩართო. გაკვეთილი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევიც აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: