„სივრცული ფიგურები“ - საინტერესო აქტივობებით გაჯერებული მათემატიკის გაკვეთილი ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასში
22-12-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ და ცდილობენ მათ სასწავლო გარემო გაუმრავალფეროვნონ. 

ამჯერად, V კლასში მათემატიკის მასწავლებელმა ირა შაქარიშვილმა  ჩაატარა გაკვეთილი  თემაზე- სივრცული ფიგურები (მართკუთხა პარალელეპიპედი, კუბი).

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილის მიზანი იყო: სივრცული ფიგურების ამოცნობა, აწყობა, დასახელება, შლილების დამზადება, „სუპერ მაქსის“ გამოყენება, მართკუთხა პარალელეპიპედის და კუბის ფართობისა და მოცულობის გამოთვლა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ჯგუფებში  სუპერ მაქსის გამოყენება და შლილების დამზადებაზე აქტიურად იმუშვეს. ჯგუფში თანამშრომლობით, მოსწავლეებმა დავალებებს თავი წარმატებით გაართვეს.

ბავშვებმა, ასევე საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს. 

როგორც სკოლაში აფასებენ, საგაკვეთილო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა გააკეთეს თვითშეფასება.

სკოლაში იაზრებენ, რომ ასეთი გაკვეთილები ხელს უწყობს თანამშრომლობითი კულტურის, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203