ახალშენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ბოლქვაძე ხელვაჩაურის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ღირსეულად ატარებს
22-12-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ, ერთ-ერთი მათგანი კი მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა. 

აღნიშნული ტიტული მე-8 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ბოლქვაძემ მოიპოვა. ის ნიჭიერი, მოტივირებული, შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეა, რომელიც გამოწვევებს არ უშინდება და სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვება. ნიკოლოზ ბოლქვაძე 2023 წლის მეორე პერიოდის ღონისძიება-კონკურსში მონაწილეობდა. ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთნენ. 

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ნიკოლოზ ბოლქვაძემ მოიპოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტთა შორის პირველი ადგილი, რითაც ამაყობს ხელვაჩაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, მუნიციპალიტეტი და ახალშენის N2 საჯარო სკოლა“,- ამბობენ სკოლაში. 

ცნობისათვის, მიმდინარე წლის შემოდგომიდან ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ფარგლებში 37 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა. გამოვლენილ გამარჯვებულებს შორის 2023 წლის მეორე ეტაპის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურად, LIVE რეჟიმში გაიმართა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203