„ჩვენი ახალი წელი“- ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა ინგლისურენოვანი ღონისძიება
22-12-2023
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო და გამორჩეული აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად, პედაგოგების - ცისანა კლდიაშვილისა და ლია თოდრიას სადამრიგებლო მე-4 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურის გაკვეთილზე მინი ღონისძიება - „ჩვენი ახალი წელი“ მოაწყვეს. გაკვეთილს ინგლისური ენის მასწავლებელი ნანა მალამაძე უძღვებოდა.

მოსწავლეებმა ლექსები და სიმღერები ინგლისურად ისწავლეს, გარდა ამისა, მისალოცი ბარათები მოამზადეს და მსმენელს დამდეგი შობა-ახალი წელი ინგლისურ ენაზე მიულოცეს. როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეები ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203