ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
22-12-2023
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმატებულები არამხოლოდ სასწავლო დისციპლინებში, არამედ სპორტშიც არიან.
ამჯერად, ბათუმის სპორტულმა ცენტრმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება გამართა. მასში ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. პირველი ადგილი ქალთა ფეხბურთის გუნდმა დაიკავა და მათ შორის, საუკეთესო ფეხბურთელად IXვ კლასის მოსწავლე ანანო ჯინჭარაძე დასახელდა. მისი დამრიგებელი ნანა პაპუნიძეა.
სკოლის სპორტის მასწავლებელი თინათინ ბოლქვაძეა, რომელიც მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავს.
„წარმატებებს ვუსურვებთ ყველა სპორტსმენსა და სპორტული ცენტრის თანამშრომლებს“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს