​„იყავი ჩემი ელფი“ - ბათუმის N5 და ოზურგეთის N4 საჯარო სკოლების მე-3 კლასელთა საინტერესო სოციალური პროექტი
22-12-2023

ბათუმის N5 და ოზურგეთის N4 საჯარო სკოლების მე-3 კლასის მოსწავლეებმა სოციალური პროექტი განახორციელეს.

პროექტის სახელია - „იყავი ჩემი ელფი“. იდეის ავტორი და ხელმძღვანელი კი ბათუმის N5 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თამთა თალაკვაძე გახლავთ. 

პროექტი განხორციელდა კლასის ხელმძღვანელების - ხათუნა თედორაძისა და თეონა თალაკვაძის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ლელა ლომთაძის თანადგომით.

საახალწლო პროექტის ამოცანა იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსწავლეებს გაეცვალათ საახალწლო ბარათები და ხელნაკეთი საახალწლო სუვენირები.

პროექტის მიზანია სოციო-ემოციური სწავლება, საკუთარი ემოციების გაცნობიერება, სოციალური ცნობიერება- განსხვავებული ადათ-წესებისა და შეხედულებების მიღება, ემპათია, სკოლისა და საზოგადოების შეცნობა და მხარდაჭერა, ურთიერთობის უნარების გაუმჯობესება - ჯანსაღი ურთიერთობების დამყარება, პასუხისმგებლობაზე დამყარებული გადაწყვეტილების მიღება. 

როგორც პედაგოგი თამთა თალაკვაძე გვეუბნება, პროექტის საბოლოო შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203