ბათუმის N8 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი - თინათინ ბოლქვაძე წარმატებული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი, მოტივირებული და მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები მუშაობენ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა წლის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვეს. ნომინაციაში - „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი“ ბათუმის სკოლებს 4 პედაგოგი, მათ შორის, ბათუმის N8 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი - თინათინ ბოლქვაძე დაჯილდოვდა.
საზეიმო ვითარებაში, დამსახურებული ჯილდო სპორტსმენებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, მთავრობისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა გადასცეს.
„ვულოცავთ თინათინს ამ ჯილდოს და ვუსურვებთ მომავალში კიდევ მრავალ წარმატებას“,- სკოლაში პედაგოგის მიღწევა ახარებთ და ულოცავენ.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: