საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი „მაკნატუნა“ ნახეს
22-12-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა კულტურულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ და მათ საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები სენაკის აკაკი ხორავას სახელობის თეატრში ზღაპრის - „მაკნატუნას“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს დაესწრნენ. მათ თეატრში, როგორც სკოლაში გვიყვებიან, საოცარი, სადღესასწაულო გარემო დახვდათ. 

თეატრში წასვლამდე მასწავლებლებმა მოსწავლეებს ზღაპარი წაუკითხეს, შემდგომ პერსონაჟების შესახებ კლასში დისკუსია მოაწყვეს, ბოლო კი მაკნატუნა დახატეს.

სპექტაკლით ყველა ასაკის მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩა და იგეგმება, რომ ბავშვები მომავალში სპექტაკლებს რეგულარულად დაესწრნონ.

აქტივობები არაფორმალურ გარემოში და მათში მშობლების ჩართულობა მოსწავლეებს ეხმარება ფანტაზიის, დამოუკიდებლობის, გააზრების, დაკვირვებისა და სხვა უნარების განვითარებაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203